კომპანია გთავაზობთ, ციფრულ სავაჭრო ცენტრს, სადაც განთავსდება ვენდორების (მოვაჭრე, გამყიდველი) პროდუქტები და მომსახურეობები. ცენტრით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. განთავსდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაყიდად დაშვებული პროდუქტი / მომსახურეობები. უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივი ნატურალური პროდუქტების და მასალებისაგან დამზადებულ პროდუქციას. სავაჭრო ცენტრის კატეგორიები, შემდგომში ცალკე სავაჭრო სივრცეები, გაძლევთ შესაძლებლობას მოიზიდოთ მიზნობრივი აუდიტორია და აწარმოოთ ეფექტური გაყიდვები, გაზარდოთ ცნობადობა, შემოსავალი, რეალიზაცია. დაზოგეთ ფინანსები, დრო და რესურსი. ჩვენთან უკეთესია.
მარტივი რეგისტრაციით და სამუშაო ლიცენზიის აქტივაციის შემდეგ, თქვენ სავაჭრო ცენტრში გამოგეყოფათ თქვენი ციფრული სავაჭრო სივრცე, თქვენი პერსონალური ონლაინ მაღაზია, სადაც კაბინეტიდან (ციფრული ოფისიდან) შეძლებთ დაამატოთ თქვენი პროდუქტები/ მომსახურეობები, გაქვთ შესაძლებლობა დისტანციურად მართოთ, თქვენი საწყობი, გაყიდვები, შეკვეთები, თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტერფეისი და სხვა. კომპანიის მხრიდან მოგემსახურებათ ოპერატორი, გაყიდვების, პიარის და მარკეტინგის, პერსონალური მენეჯერები, მათი არჩევა შეგიძლიათ რეგისტრაციის დროს რეკომენდატორების გვერდიდან ციფრულ ოფისში . ციფრული სავაჭრო ცენტრის, ასევე თქვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, საკურიერო მომსახურეობას, მიწოდების სერვის და გადახდის სხვადასხვა არხებს. ვენდორებს და მომხმარებლებს კომპანიისგან ბევრი საინტერესო შეთავაზება გელით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურ ვენდორებს (ვინც დარეგისტრირებულია და გააქტიურებული აქვს სამუშაო ლიცენზია) მოგემსახურებათ პერსონალური რეკომენდატორი, ვინც დაგეხმარებათ პროდუქტი/მომსახურეობის განთავსებაში, მათ გაპიარებაში, მათ გაყიდვებში. სურვილის და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდატორის დახმარებით, თქვენს სამუშაო პროცესში ჩაერთვება კომპანიის: გაყიდვების, მარკეტინგის, პიარის და რეკლამის სამსახურები ასევე ფოტო, ვიდეო, დიზაინის, სტუდიები და ორგანიზატორები. დიახ, ეს უკვე შესაძლებელია, ჩვენ ეს შევძელით და ახლა გთავაზობთ შემოგვიერთდეთ თქვენც. ჩვენთან სიმარტივეა, საინტერესო და მომგებიანია. ახალი ძლიერი ენერგია და ინდივიდუალიზმი - კომპანია CBMG
ციფრული სავაჭრო ცენტრის გახსნამდე დარჩენილია:
გილოცავთ

ციფრული სავაჭრო ცენტრი
გაიხსნა და აქტიურია.
მოგვძებნეთ, დაგვამატეთ და გაგვაზიარეთ:
Facebook; Instagram; Twitter; YouTube; Pinterest;